ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანანო ბურდულაძე

თბილისის #151 საჯარო სკოლა

დავიბადე 2002.22.12. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების თარიღში ამდენი ორიანი ურევია, მაინც ოროსანი არა ვარ. შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვსწავლობ და ,,მშობლების იმედებს" ვამართლებ. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მყოლოდა და ან ძმა და დედაჩემს წითელი ვაშლების ჭამას ვაიძულებდი, რადგან მეგონა ვაშლის კურგებისგან ჩნდებოდნენ ბავშვები, მაგრამ ამაოდ. ამასობაში ვაშლი შემიყვარდა. მოკლედ, ჩემი საყვარელი ხილი უკვე იცით. შეიძლება ითქვას, რომ ბედი მწყალობს, რადგან სამი წლისა მესამე სართულის აივნიდან გადამხტარი დედაჩემმა ჰაერში დამიჭირა. არ ვიცი, რატომ ვხტებოდი, იქნებ ცხოვრებამ დამღალა?! როგორც მეუბნებიან ისეთი ცელქი და აქტიური ბავშვი ვიყავი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. საბავშვო ბაღში და სკოლაში სიხარულით მივქროდი. პრობლემებს არავის ვუქმნიდი და არც არავის ვაბულინგებდი. ჯერჯერობით მოსწავლე ვარ უამრავი ინტერესით. მიყვარს ხატვა, ინტელექტუალური თამაშები, თეატრი, ცურვა, ციგურებზე სრიალი, სკეიტბორდი და მუსიკა (კლასიკური როკი, მძიმე როკი, ალტერნატიული როკი, პანკ როკი და საერთოდ ყველანაირი როკი).
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო