ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ ფალავანდიშვილი

ჩაქვის #1 საჯარო სკოლა

მე ვარ მარიამი, 17 წლის, მაგრამ სამუდამოდ ბავშვი. პატარაობიდანვე მიყვარდა წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. საყვარელი წიგნია ,,ბაბუაწვერას ღვინო" მაშასადამე საყვარელი მწერალიც რეი ბრედბერი. მყავს ბევრი საყვარელი პერსონაჟიც, როგორც ფილმებიდან და სერიალებიდან, ასევე - წიგნებიდან, მყავს ისეთი მუსიკოსებიც, რომლებიც ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან არ მგონია, რომ მათ ნახვას და მოსმენას ყველა იმსახურებდეს. ამ მხრივ ცოტა ეგოისტი ვარ. ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან საუბარი და აზრების გაცვლა-გამოცვლა, ამიტომაც გადავწყვიტე ყველაზე კომუნიკაბელურ პროფესიაზე ჩაბარება და ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობების კურსის გავლას. წიგნების თარო კი ჩემს ცხოვრებაში არის ის ეტაპი, რომელმაც სრულიად გარდამქნა და კიდევ უფრო განმიმტკიცა ჩემი ფასეულობები და ღირებულებები, გამაცნო ბევრი კარგი ადამიანი და შემძინა ბევრი კარგი მეგობარი.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო