ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

დიმიტრი შიუკაშვილი

თბილისის #123 საჯარო სკოლა

სალამი, მე დიმიტრი დამარქვეს, იმიტომ რომ პაპაჩემს ერქვა ასე. ვერ ვიტან როცა დიმას მეძახიან, რადგან მაშინვე მეფიქრება, რომ დიმიტრი სულ ტყუილად მქვია. მიყვარს პერანგის და ჰალსტუხის პანკური შერწყმა, მაგრამ ჰალსტუხს მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ვიკეთებ. ვფიქრობ იბერია ვერ გაბრწყინდება, ისევ და ისევ ჩვენი მიდგომის გამო. მინდა მქონდეს აგარაკი წოდორეთში, რადგან ვფიქრობ რომ ეს უკანასკნელი, უბრალოდ კარგი სახელის მატარებელია. ვთვლი რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას დავიბადე, 30-40 წლის წინ რომ დავბადებულიყავი ბრიტანეთში, ალბათ რომელიმე კარგ პანკ ბენდში, ბასისტი ვიქნებოდი. ყველა სფეროს ვედები, სადაც გონება მიმიწვდის. და ახლა აქ რომ ჩამოვთვალო რა მიყვარს, ყველაზე სწრაფი მკითხველიც კი 20 წუთში წაიკითხავს. მინდა 10 წლის შემდეგ რომელიმე მსხვილ გამომცემლობაში ვიმუშაო, დავწერო წიგნი კიბერ-პანკის ჟანრში, მყავდეს გამგები ცოლი და ჩემი ცხოვრება პატარა პამპერსიანმა მონსტრმა არ გაანადგუროს. მშვიდობით.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო