ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ელენე გორგოძე

თბილისის #123 საჯარო სკოლა

,,ნურასოდეს დაელაპარაკებით უცნობებს"-რა იცით, იქნებ სრულიად შემთხვევით ხელში 21-ე საუკუნეში დაბადებული ელენე გორგოძე შეგრჩეთ, რომელიც ცხოვრებისეულადაა დაბოღმილი ჯაზზე, ამერიკაში შესვლა მის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ 20-ანებში რომ ინება, 60-ანების როკ-ენ-როლზე, რომლის ლაივში მოსმენასაც ასცდა (კლასიკის აღმავლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ეს გოგო, რომლის ძველი ჩვეულებაა გამუდმებით გარდასულ საუკუნეებს უკირკიტოს, ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სამყაროს უზარმაზარი საქმისთვის მოევლინა და არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ მომავალში გამორჩეულად დიდებული პიროვნება, ისტორიული მოღვაწე და სანიმუშო ერისშვილი იქნება. თვლის, რომ პოეზია მხოლოდ სიმშვიდეში, მთვარის შუქზე უნდა იკითხებოდეს. კაროჩე, აკლია რა. ხოდა, ამის მერე თუ მაინც გადაწყვეტთ უცნობს დაელაპარაკოთ და მაინცდამაინც ეს გოგო შეგრჩებათ ხელში, სანამ ლაპარაკს დაიწყებთ, მხარზე ხელი ნაზად მიარტყით (არ ატკინოთ!), რადგან ის, აუცილებლად ზეპელინს უსმენს და პეიჯის სოლოს ხმა, თქვენსას დაფარავს თუ ყურიდან ამ ეშმაკეულ ყურსასმენს არ გამოიძრობს.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო