ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

გუგა ცუხიშვილი

თბილისის #106 საჯარო სკოლა

მე ვარ გუგა, 16 წლის თბილისიდან. ვსწავლობ 106-ე საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს ,გარდა იმისა რომ ვკითხულობ წიგნებს , მიყვარს ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება, მათზე ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ ,შეძლებისდაგვარად, ჩემეული რეპროდუქციების შექმნა. ხელოვნებასთან ერთად მაინტერესებს თითქმის ყველაფერი . მიყვარს ისტორიული ფილმების და სერიალების ყურება, მუსიკის მოსმენაც ჩემთვის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა. მიყვარს ფიზიკა და გეოგრაფია. ჩემი ინტერესების ფართო სპექტრიდან გამომდინარე მომავალი პროფესია ჯერ არ გადამიწყვეტია. წიგნების თაროში მოხვედრა ჩემთვის უკვე დიდი წარმატებაა და ამას ერთი-ორი თამაშის მოგებაც თუ დაემატება უარს არ ვიტყოდი. ტექსტსავე ეტყობა რომ ავტობიოგრაფიების წერა ჩემი სტილი არაა და ნაწერიც არ გამოირჩევა ორიგინალურობით, თუმცა, მგონია რომ მკითხველმა გამიცნო და ბოლოს არ დასვა შეკითხვა :“ და მაინც, ვინ არის გუგა ცუხიშვილი?“
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო