ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ვაკო სოზაშვილი

თბილისის #106 საჯარო სკოლა

გამარჯობა! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ვარ ვაკო... ჰასაკით-16 წლისა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ უცნაური ვარ. ზოგი არც მეუბნება, გააჩნია, რა. სწავლის მხრივ, მიდრეკილება მაქვს ტექნიკური საგნებისკენ. განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ქართული და ბიოლოგია. დაინტერესებული ვარ ასტრონომიით და საერთოდ ყველაფრით, რაც კოსმოსს უკავშირდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ "შეუძლებელი" ფარდობითი ცნებაა და, ადრე თუ გვიან, ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, მიყვარს ენციკლოპედიებში ქექვა და ხალხის ნერვებზე თამაში. ურჩხული ნუ გეგონებით, ხშირად ვართობ კიდეც მათ. მიზიდავს თითქმის ყველა სახის სპორტი. საყვარელი სპორტების სამეული ასეთია: პირველი, თანაც უკონკურენტოდ, გახლავთ კალათბურთი. მეორე ადგილზე, სავარადუდოდ, დავაყენებდი კალათბურთს. აი, მესამეზე მიჭირს არჩევნის გაკეთება, მაგრამ, ალბათ, მაინც კალათბურთი. საუკეთესო განტვირთვის საშუალებად მიმაჩნია მეგობრებთან ერთად ყოფნა და მოგზაურობა. წიგნების თარო კი ორივეს განხორციელების საშუალებას გვაძლევს.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო