ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ შაფაქიძე

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

მეტად მნიშვნელოვანი პერსონა ვარ:მეგობრებისთვის-შაფაქა,მასწავლებლებისა და ნაცნობებისთვის-ნიკოლოზის და.ისე კი მარიამი მქვია.ჩემს მშობლებს ვუპროტესტებ ამ სახელს-ასეთ ორიგინალურსა და გამორჩეულს რატომ დამარქვით ის,რაც ჩემი თაობის გოგოების ნახევარს ჰქვია-მეთქი...მაგრამ მადლობელი ვარ,ბებიდაჩემის სახელი-ნელი-მერი რომ არ დამარქვეს.ვარ მოსიარულე პოზიტივი.წიგნებში ვეძებ საკუთარ თავს,მაგრამ დავრწმუნდი,რომ მას მხოლოდ საკუთარ რომანში ვიპოვი.ნუ გაგიკვირდებათ,წერა უკვე დაწყებული მაქვს!ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა საკუთარი საშაურმის გახსნა და შოკოლადების წვიმაში ხეტიალი საყვარელ ადამიანთან ერთად,რომელიც არ მყავს.ჩემი ტანჯვაა დიეტა,რომელსაც ყოველ ორშაბათს ვიწყებ.,,წიგნების თარო"კი ის პროექტია,რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და აზარტით ვუყურებ.ახლა კი ყველაზე მეტად ის მიხარია,რომ ჩემს ორ დაქალთან ერთად ,,თაროელი"მქვია!
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო