ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ელენე გოგიბერიძე

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

უბედნიერესი ვარ, რომ სილამაზით გამორჩეული დიდი ბებიას სახელი-ელენე მქვია, თუმცა გოგიბერიძეები ცისფერთვალება პრინცესას, ნათესავ-მეგობრები კი მშვენიერ ელენას მეძახიან... აქ უკვე მივხვდი, რომ სჯობდა, საკუთარ თავზე მე დამეწერა და არა- მამაჩემს. გამარჯობა! მე ვარ ელენე გოგიბერიძე(ან უბრალოდ გოგიიიბ!) მიყვარს მათემატიკა, მწვადი, ღიმილი, ცისარტყელა, ცხენზე ჯირითი, ყველაფერი ფრანგული (ენიდან დაწყებული კრუასანებით დამთავრებული) და, რა თქმა უნდა, ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზია, რომლის გარეშეც საკუთარი თავი არ წარმომიდგენია. ჩემთვის პოეზია სულის მუსიკაა. ჰო, მართლა! ვგიჟდები ცეკვაზე. შემიძლია ვიცეკვო თავდავიწყებამდე. მგონია, რომ ეს ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ყოველთვის ვცდილობ სიახლეების ძიებასა და ფერადი, საინტერესო თავგადასავლის პოვნას. მგონი, გამომდის კიდეც. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ასეთი თავგადასავალი და გამოწვევა ,,წიგნების თაროში'' მონაწილეობაა.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო