ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლუკა გომარელი

თბილისის #32 საჯარო სკოლა

თუ ჩემი ცხოვრების ამბავს სიცოცხლის დასაბამიდან დავიწყებ, უნდა მოგახსენოთ, რომ დავიბადე ოთხშაბათს, სწორედ ღამის თორმეტ საათზე, პერანგის გარეშე. მას შემდეგ საკუთარი სიცოცხლის რეკორდს ყოველ წამს ვაუმჯობესებ. მიყვარს პომიდვრის წვენი. ვკითხულობ ყველაფერს, ნებისმიერ ამინდში. განსაკუთრებული ენთუზიაზმით აკუტაგავას, წვიმის დროს. ვუსმენ კაიაკატას. საყვარელი ფრაზა:სოხუმი-ჩემი იერუსალიმი. იდეალი - ლაშა გომარელი და იურგენ კლოპი. თავისუფალ დროს ქართული ლიტ.კონკურსების შორთ-ლისტებს ვათვალიერებ და ვიღიმი. როცა თავისუფალი არ ვარ, ვწერ. მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ.(პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა პაატა შამუგიას) რატომ ვწერ? მეწერება. წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს,უფრო მეტ რომანს წავიკითხავდი რაინდების შესახებ. მომავალში ჩემს თავს ბასიანზე,უკეთეს შემთხვევაში კემბრიჯში, გივიკო ლემონჯავასთან ერთად ვხედავ. ჩემი ოცნებაა პრეზიდენტმა ზურა ჯიშკარიანმა ღირსების ორდენით დამაჯილდოვოს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მინოტავრის ლიკვიდაციისათვის.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო