ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ანა მოლოდინი

თბილისის ვეკუას სახელობის #42 საჯარო სკოლა

(ის, რის წაკითხვასაც ახლა აპირებთ, ავტორის მიერ გეომეტრიის დავალებისთვის თავის არიდების საბაბად იქნა გამოყენებული) მე ვარ ანა საკმაოდ დაუვიწყარი გვარით, რომელიც უკვე კარგად მოგეხსენებათ, ვსწავლობ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სკოლის მეათე კლასში და ამავდროულად ვმუშაობ სრულგანაკვეთიან უსაქმურად. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ან ვუკრავ ნერვებზე. ეს უკანასკნელი უკვე საკმაოდ კარგად გამომდის და ვაპირებ მომავალ პროფესიასაც დავუკავშირო, ასე რომ თუ გაქვთ რამე რჩევა, (პოლიტიკის გარდა, ეგ იდეა უკვე ბევრმა მომაწოდა) აუცილებლად შემეხმიანეთ.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო