ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ელენე მესხი

თბილისის ნიუტონის თავისუფალი სკოლა

მე ვარ ელენე მესხი, 16 წლის, თბილისიდან. ვსწავლობ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მიყვარს მეცნიერება და ლიტერატურა. მომწონს ძველი წიგნების სურნელი და ყოველთვის მეცოდებოდნენ ის პატარა მწერები, მტვერდადებულ წიგნებზე რომ დადიან და მკითხველები დაუნდობლად სრესენ ხოლმე. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, მსოფლიოს ბიბლიოთეკების უმრავლესობა დავათვალიერო. მომავლის გეგმები ბოლომდე გამოკვეთილი არ მაქვს, მაგრამ მინდა მეცნიერებას გავყვე. თან იმის იმედიც მაქვს, რომ პარალელურად წერასაც შევძლებ, რისი მცდელობებიც ახლაც მაქვს. თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად არ გამოდის და ამის გამო ისინი ძალიან საყვარლად მებუზღუნებიან.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო