ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

ლილე ბეჟუაშვილი

ქუთაისის #2 საჯარო სკოლა

მე ვარ ლილე ბეჟუაშვილი, ქუთაისიდან. ვერ ვიტან საკუთარ თავზე საუბარს, მაგრამ თაროსთვის რას არ გააკეთებს ადამიანი. ამიტომ გეტყვით, რომ დავიბადე 2001 წლის 4 მაისს და მას შემდეგ ვცდილობ არ მოვკვდე. ვიცი, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოვკვდე, ამიტომ ვცდილობ ღმერთისგან ბოძებული თითოეული წამი ღირსეულად გავფლანგო არაფრის კეთებაში. ვფიქრობ, დედამიწა მშვენიერი ადგილია, თუმცა არც სხვა სამყაროების ნახვაზე ვიტყოდი უარს (განსაკუთრებით მაინტერესებს სამოთხე და ჯოჯოხეთი). ზემოთხსენებული მიზნის მიღწევაში მოცემული ბიოგრაფიის შედგენაც მიშლის ხელს, ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით და დავუბრუნდები დიად მისიას. გირჩევთ, არც თქვენ გაფლანგოთ დრო სხვათა ბიოგრაფიების წაკითხვაში და თუკი თვლით, რომ ვიმსახურებ შემდეგ ტურში გადასვლას, დამირეკეთ ან დამიმესიჯეთ ნომერზე 0 903 300 323.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო