ხალხის რჩეული

მიეცი ხმა შენს ფავორიტს

ხალხის რჩეული “წიგნების თაროს” გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში გაემგზავრება

მარიამ ზურაბაშვილი

რუსთავის #11 საჯარო სკოლა

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არ იწვის, მაგრამ ძალიან მცივა და სხეულთან ერთად გონებაც მიკანკალებს (ამის გამო ზამთარი სამყაროში ყველაფერზე ნაკლებად მიყვარს). კითხვა და ლიტერატურა რომ მიყვარს, ამას უკვე მიხვდებოდით, ამიტომ იმასაც გეტყვით რომ მდინარის პირას, განმარტოებულად კითხვა (ხშირ შემთხვევაში წერაც) ჩემი ყოველდღიური საქმიანობა გახდა. ამასობაში იმის თქმა დამავიწყდა რომ მარიამი ვარ და თან 15 წლის. მეგობრები შკუს მეძახიან, ოღონდ ღმერთმაც არ უწყის რატომ. თავისუფალ დროს სერიალების ყურების დაწყება მიყვარს. როგორც უკვე ვთქვი მარტო დაწყება, იმიტომ რომ ბოლომდე ვერასდროს ვუყურებ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ფილმებზე, რომელთა მარაგიც დიდია ჩემს გონებაში. „ყველაზე ძალიან მიყვარს“ სიაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი ძაღლი ტროი, რომელსაც ასევე უზომოდ ვუყვარვარ. რაც შეეხება მიზნებს, ზუსტად ვიცი, რომ ახლო თუ არა, შორეულ მომავალში მაინც ვიჯდები ცენტრალ პარკში და ვაჭმევ იხვებს, სანამ ზამთარი დადგება და ტბიდან გაქრებიან.
სელე

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 სთ-ში ერთხელ

ხმის მიცემა გაგრძელდება
ნახევარფინალების დასრულებამდე
#წიგნებისთარო